ვერ თუ არ ხერხდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზური კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაციის ფაქტების აღკვეთა? რთულია იფიქრო, რომ ვერ, რადგან შესაბამისი უწყებები ეთერში გასული კანონდარღვევის ამსახველი კადრების შემდეგაც კი არ რეაგირებენ. დროება, ამ კონკრეტულ თემაზე, 3 წლის შემდეგ ზუგდიდში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ვითარება უცვლელია, აფხაზური აქციზით სიგარეტი ისევ ყველა კუთხეში იყიდება, მათ შორის, იმავე ადგილებში და იმავე ადამიანებთან, რომლებთანაც 3 წლის წინ იყიდდით. ჩნდება საკმაოდ საფუძვლიანი კითხვა, რატომ არ რეაგირებს შემოსავლების სამსახური, თუ ამ სარფიან ბიზნესს „მაღლიდან“ არ მფარველობენ, ან როგორ ხერხდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით კონტრაბანდის უპრობლემოდ გადმოტანა, როცა რამდენიმე ე.წ გამშვები პუნქტია გასავლელი და როგორ ვრცელდება ეს შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნებადართული კონტრაბანდა, თუ უკონტროლო უკანონობა, დროების სიუჟეტში.
აფხაზური კონტრაბანდა - დროება
03 დეკ 202320:07
3 წუთის საკითხავი