logo
ENG



აქტივისტები: თავს დაესხნენ კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს

24 აპრ 202110:22
3 წუთის საკითხავი
 
აქტივისტები: თავს დაესხნენ კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილს

მიმდინარე კვირაში მეორე თავდასხმა კიდევ ერთ ლესბოსელ წყვილზე - აქტივისტების ცნობით, შემთხვევა ვაკეში მოხდა.

თამაზ სოზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წყვილს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმ ბინის მეპატრონემ, რომელიც ქალებს ჰქონდათ ნაქირავები.

როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, პირზე გამოწერილია შემაკავებელი ორდერი.

შეგახსენებთ, რომ ეს ლესბოსელ წყვილზე მომხდარი მეორე თავდასხმაა ბოლო ერთ კვირაში - რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ის თანამშრომელსაც.


close დახურვა