logo
ENG



აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შსს-სთან აქციას მართავენ

18 დეკ 202115:26
3 წუთის საკითხავი
 

აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შსს-სთან აქციას მართავენ.

შეკრებილი აქტივისტები სამინისტროს შენობასთან ტრანსფარანტებით არიან მისული, რომელზეც ქართულ და ინგლისურ ენებზე მათი მთავარი მოთხოვნაა დატანილი - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს".

აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციის ლოკაცია სიმბოლურია, რადგან ამჟამად შსს პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს და დღევანდელი პოლიციის სისტემა „მილიციის“ ანალოგია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ვთვლით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას, შესაბამისად ჩვენი სლოგანი არის თავისუფლება მიშას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, რაც ხდებოდა 90-იან წლებში, იყო ე.,წ „გაიშნიკი“, მილიციელი - ახლაც ასეთი სისტემაა შექმნილი. თუმცა ჩვენ ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ იმ პატიოსან პოლიციელებს ვინც ვიცით რომ არიან დარჩენილი სისტემაში და რეალურად უწევთ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას. ამიტომ მოვედით შსს-სთან და გავაპროტესტეთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფორმულასთან ინტერვიუში.

აქტივისტების თქმით საზოგადოება არ შეეგუება ქართული ოცნების პოლიტიკურ რეპრესიებს, განსაკუთრებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.


close დახურვა