logo
ENG



აქტივისტები რუსთაველზე ფეხბურთის მატჩს აჩვენებენ და კომენდანტის საათს დაარღვევენ

28 მარ 202111:28
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა საქართველოსთვის წევრები კომენდანტის საათს დაარღვეენ - სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ საქართველო-ესპანეთის მატჩს ჩვენებას გამართავენ.

ე.წ. კარვების ქალაქში ბილეთის გარეშე დარჩენილებისთვის მონიტორი დამონტაჟდება. სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ გულშემატკივარს, მათთან ერთად დაესწრონ მატჩის ჩვენებას და დემონსტრაციულად დაარღვიონ კომენდანტის საათი.

„გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ნაწილი სარგებლობს პრივილეგიით, დაესწროს მატჩს და დაარღვიოს კომენდანტის საათი, გადავწყვიტეთ რუსთაველზე მოვაწყოთ პირდაპირი ტრანსლაცია. დილის ხუთ საათამდე ვერ დავტოვებთ ტერიტორიას, ამიტომ გვექნება სხვადასხვა ღონისძიება", - ამბობენ აქტივისტები.

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეხვედრა საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს, დინამო არენაზე გაიმართება. საფეხბურთო დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთის მქონე გულშემატკივრებს შინ დაბრუნება 01:00 საათამდე შეეძლებათ - სპეციალურად ამ დღისთვის იმუშავებს მეტრო და ავტობუსები.


close დახურვა