ხელოვნების მუზეუმთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ისტორიული შენობის დაცვას მოითხოვენ.
"პარადოქსულ მდგომარეობაში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ვართ სახელმწიფოს მხარეს მაგრამ ვეწინააღმდეგებით ხელისუფლებას. სახელმწიფოს მხარეს ვართ, რადგან მიგვაჩნია რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავარი აქტორი უნდა იყოს სახელმწიფო, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება რაღაცნაირად გვცდის, გავატარებთ თუ არა კონკრეტულ თემებს, მაგალითად მუზეუმის შენობის დანგრევასთან დაკავშირებით, ანჩისხატის ხატის გადაცემასთან დაკავშირებით", - ამბობს ცირა ელისაშვილი.
ელისაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის ტონი შერბილებულია, ეს ხელისუფლებისადმი ნდობას არ ზრდის.
იურისტი სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების განცხადებები ზოგადია და კონკრეტული გეგმა ან ხედვის დოკუმენტი არ გასაჯაროებულ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა ექსპონატი, რომელიც მუზეუმ დატოვებს, რეაბილიტაციის შემდეგ უკან დაბრუნდეს.
"საყურადღებოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მუზეუმის სისტემაში უსამართლოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, აღდგნენ ამ თანამდებობებზე. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ჩართულები იყვნენ იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შენობის გადარჩენას", - აცხადებს სალაძე.
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ხელოვნების მუზეუმი მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც საფრთხე ემუქრება იქ არსებულ ექსპონატებს. სამინისტროში ისიც განაცხადეს, რომ შენობის რეაბილიტაცია "არარენტაბელურია".
ხელოვანებისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ისტორიული შენობის მიმართ მიუღებელია. ისინი შიშობენ, რომ მუზეუმი შეიძლება დაანგრიონ.
ექსპონატების გადატანა დროებით საცავებში 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელიც სივრცეები შეირჩა. ამავე დროს, პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატი ეკლესიას დაუბრუნდეს.
კულტურის სამინისტროს განცხადებით, ხელოვნების მუზეუმი მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც საფრთხე ემუქრება იქ არსებულ ექსპონატებს. სამინისტროში ისიც განაცხადეს, რომ შენობის რეაბილიტაცია "არარენტაბელურია".
ხელოვანებისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ისტორიული შენობის მიმართ და "არარენტაბელურობაზე" საუბარი მიუღებელია. ისინი შიშობენ, რომ მუზეუმი შეიძლება დაანგრიონ.
ექსპონატების გადატანა დროებით საცავებში 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი სივრცეები შეირჩა. ამავე დროს, პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატი ეკლესიას დაუბრუნდეს.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსპონატებს ხელოვნების მუზეუმთან ახლომდებარე ორ სივრცეში გადაიტანენს. მისივე თქმით, ექსპონატები მუზეუმში მხოლოდ შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდება.