რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ.
ისინი დღეს პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბნენ. თავდაპირველად, მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, შემდეგ კი პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.
აქციის ორგანიზატორები სტუდენტური მოძრაობა დაფიონი და ჯიუტები არიან. აქციაზე სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეები და აბიტურიენტები იმყოფებიან. ისინი ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.