აქციის მონაწილეების ნაწილმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა.
ისინი საყვირებში სკანირებენ: „წადი“!
„მიზანია ხელისუფლება დაიბრუნოს ხალხმა, ჩვენ გვაქვს სამართლიანი მოთხოვნა: შეასრულოს დაპირება. მან მოგვატყუა, გადაგვაგდო, ამიტომ ხალხს აქვს უფლება, ეს ცრუპენტელა იქით გადააგდოს. მოხდა პარლამენტის პიკეტირება და თუ საჭირო გახდება, სხვა შენობების პიკეტირებაც მოხდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დღეს უკვე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან.