logo
ENG



აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

24 ოქტ 202521:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/24/dp4rl4jdwcezeq2.png

რუსთაველის გამზირი პროტესტის 331-ე დღესაც გადაიკეტა.

თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა დემონსტრანტებმა გზის გადაკეტვა მაინც შეძლეს. 

ადგილზე მოძრაობენ პოლიციის დაკავების მანქანები, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

დღეს "ოცნების" შსს-მ რუსთაველის გადაკეტვისა ან აქციაზე პირბადის ტარების საბაბით კიდევ 20 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთა შორისაა ფორმულას დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა.


close დახურვა