logo
ENG



აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა

27 მაი 202015:38
3 წუთის საკითხავი
 
drlfpyyjc7bwo1r.png

აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეებმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნონ. 

„სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვიზიტით უკვე შესაძლებელია; აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge.

დაჯავშნისთვის საჭიროა:

ეწვიოთ პორტალს ‪https://www.my.gov.ge/ აირჩიოთ კატეგორია - იუსტიციის სახლში და ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა; შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაგეგმად საჭირო ველები; ფილიალის ველში მიუთითეთ - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მომსახურების ტიპში მიუთითეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება; ვიზიტის დაჯავშნის დასტურად მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ მომსახურების მიღებამდე;

მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეთ ზუსტ დროს და წარადგინოთ მიღებული შეტყობინება; ვიზიტის ფარგლებში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთ სერვისზე; აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე; ბიუროში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 749 649“, - ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა