აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები, რობინ დანიგანი, მარკ კლეიტონი და პაველ ჰერჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.
პრესსამსახურში ფორმულასთან არ აკონკრეტებენ, თუ რასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის ერთი კვირის წინ ჩაინიშნა.
გუშინ მთავრობამ კობახიძის განცხადება გაავრცელა, სადაც მან რუსულ კანონთან დაკავშირებით დიპლომატების კრიტიკას საფუძველმოკლებული უწოდა და მათ "საჯარო დისკუსია" შესთავაზა.