რუსული ჯარები არ ემზადებიან კიევის შტურმისთვის. ეს ჟურნალისტებს ვარშავაში ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად უთხრა.
მისივე განცხადებით:
- ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაზე 1250 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
- რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა გაახშირეს ფრენები, ახორციელებენ დღეში 300-მდე გაფრენას.
- აშშ-ის ხელისუფლება ადასტურებს უკრაინის განცხადებებს, რომ ბერდიანსკის პორტში განადგურდა ჯავშანტექნიკის გადამზიდი რუსული გემი;
- კიევთან, მაკაროვის დასახლებისთვის ბრძოლები გრძელდება.
- ხარკოვზე შეტევისას რუსული ჯარები წინ არ წასულან.
- რუსული ჯარები რჩებიან მიკოლაევიდან 15 კილომეტრში. ისინი ცდილობენ ქალაქის იზოლირებას, რათა დანარჩენმა უკრაინამ მისი დახმარება ვერ შეძლოს.
- რუსმა სამხედროებმა შეძლეს, გაერღვიათ იზიუმის თავდაცვა და წასულიყვნენ წინ, დონბასის სამხრეთით.