ჩინეთი კორონავირუსის აფეთქების მასშტაბს მალავდა, - ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც უწყებამ თეთრ სახლს გასულ კვირას გადაუგზავნა.
დოკუმენტის შინაარსი გასაიდუმლოებულია, თუმცა გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ციფრები ინფიცირებულების და გარდაცვლილების შესახებ, ყალბია. გამოცემასთან საუბრისას ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც საიდუმლო ანგარიშს გაეცნენ, აცხადებენ, რომ ჩინეთმა განზრახ წარუდგინა მსოფლიოს დაავადების შესახებ არასრული მონაცემები.
პეკინში ინფორმაციის დამალვას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ანგარიში ამერიკასა და ევროპაში არსებული ვითარებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.