logo
ENG



აშშ-ის დარტყმის შედეგად, ბაღდადში, დაჯგუფება კატაიბ ჰეზბოლას ლიდერია ლიკვიდირებული

08 თებ 202410:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/08/edcx6hc8qv2jo8t.png

შეერთებული შტატების ძალებმა, ბაღდადში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, კატაიბ ჰეზბოლას ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინეს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, სწორედ ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი იყო პასუხისმგებელი რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე. დარტყმა ბაღდადში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

მედიის ცნობით, ალ-საედი და მისი დაცვის 2 წევრი მანქანაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას დრონი მოხვდა. სამივე ადგილზე გარდაიცვალა.

ერაყში მომხდარს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდეს.


close დახურვა