ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, მომდევნო კვირას საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.
პენტაგონის პრესმდივნის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ეწვევა, შეხვედრებს კი ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.