უკრაინის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში ოპერაციების "ფორმირება" დაიწყეს, იმისათის რომ მოამზადონ ბრძოლის ველი უკრაინის მნიშვნელოვანი კონტრშეტევისთვის. ამის შესახენ აშშ-ის ორმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა.
"ფორმირების" ოპერაციები სტანდარტული სამხედრო პრაქტიკაა შეტევის დაწყებამდე, რომელიც მოიცავს იარაღის სისტემებს, ბრძანებას და კონტროლს, საბრძოლო მასალის საცავებს და სხვა სამიზნეებს, რათა მოამზადოს ბრძოლის ველი დაგეგმილი წინსვლისთვის.
ოფიციალური პირების თქმით, აშშ თვლის, რომ მოსალოდნელი კონტრშეტევა მოიცავს საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების კომბინაციას.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ფრონტზე, შეტევითი მოქმედებები დაიწყეს რამდენიმე მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.."- განუცხადა CNN-ს უკრაინის ოპერატიული სარდლობის სამხრეთის სპიკერმა, ნატალია ჰუმენიუკმა.
მისივე განცხადებით ყველა დეტალი ხელმისაწვდომი იქნება ოპერაციის დასრულების შემდეგ.
აშშ-ს შეფასებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ფრონტზე ნაკლები შენაერთების განლაგება შეძლო, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა.
გარდა ამისა, აშშ აკვირდებოდა უკრაინულ ძალებს, რომლებიც სარგებლობდნენ აშშ-სა და NATO-ს მიერ მიწოდებული HIMARS მობილური სარაკეტო გამშვები საშუალებებით, რამაც საშუალება მისცა უკრაინას დაერტყა და გაენადგურებინა სამიზნეები რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.
"კახოვკას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია, ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს.
Hromadske-ის გამოცემა იტყობინება, რომ ინფორმაცია 109-ე პოლკის გარღვევისა და გაყვანის შესახებ დადასტურდა მათი სამი წყაროს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ნაწილში.