logo
ENG



აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, უკრაინაში 75 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა

28 ივლ 202223:06
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, უკრაინაში 75 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით უკრაინაში ომისას 75 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა, ელისა სლოტკინმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მან უკრაინის შესახებ აშშ-ის ოფიციალური ბრიფინგისას შეიტყო.

„შეგვატყობინეს, რომ 75 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაიჭრა, რაც უდიდესი რიცხვია, გასაოცარი ოდენობის ინვესტიციაა ჩადებული მათ სახმელეთო ძალებში, მათი სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი ახლა გაჭედილია, ისინი დაიღალნენ“ - განაცხადა სლოტკინმა.

მისი თქმით, ბრიფინგის მთავარი თემა უახლოეს პერიოდში უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდება იყო.

„ბრიფინგის მთავარი დიალოგი იყო, იმაზე თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია და რას უნდა ვაკეთებდეთ უკრაინელებისთვის მომდევნო 3-დან 6 კვირამდე პერიოდში, ძალიან მყისიერად. უკრაინელებს სურთ გადაინაცვლონ სამხრეთით და ოპერაციები სამხრეთში განახორციელო და ჩვენ გვინდა რომ ისინი რაც შეიძლება წარმატებულები იყვნენ“ - განაცხადა სლოტკინმა.

მისი თქმით, ბრიფინგისას განიხილებოდა უკრაინისთვის შორ მანძილზე სასროლი რაკეტების, ATACMS-ს გადაცემა, რომლითაც 180 მილის მოშორებით არსებულ ობიექტებზე შესაძლებელია თავდასხმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უშიშროების ეროვნულმა მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას ATACMS-ს არ მიაწვდის, ვინაიდან ისინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის შეიძლება გამოიყენონ, რაც ომს კიდევ უფრო გაამწვავებს.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა რომ დაშავებული რუსი სამხედროების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რომელსაც მედია მიზანმიმართულად ავრცელებს.

„ეს არაა ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება. ეს არის გაზეთის სტატია. დღეს მათ შორის ყველაფერი რეპუტაციული გამოცემებიც არ ერიდებიან ყველანაირი ტიპის "ფეიკების" გავრცელებას. ეს პრაქტიკა სამწუხაროდ უფრო და უფრო ვრცელდება“ - განაცხადა პესკოვმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 230 რუსი სამხედრო დაიღუპა. 

რუსეთი დაღუპული სამხედროების ოფიციალურ რიცხვს არ ასახელებს. 25 მარტს მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის პირველ თვეში 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა. მას შემდეგ კრემლს დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 


close დახურვა