logo
ENG



აშშ-ის საგარეო კომიტეტი: საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია

09 ნოე 202315:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/09/nrc2zn6mfidg5re.jpg

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ევროკომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

"კარგი ახალი ამბები, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია", - წერს კომიტეტი.

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა