logo
ENG



აშშ-ის საელჩო: დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ

04 ოქტ 202410:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/04/o4jrf1fewjpj5l1.png

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ ე.წ. ქარდს აქვეყნებს. 

"დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ", - წერია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ პოსტში. 

***

21 აგვისტოს მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაიმუქრა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკონსტიტუციო არჩევნების მიღების შემთხვევაში, ქართული ოცნება "ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს გაასამართლებს." ივანიშვილის თქმით, ქართული ოცნება წამოიწყებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც ოპოზიციური პარტიები "აიკრძალებიან." მას შემდეგ რეგიონებში სხვადასხვა გამოსვლების დროს, ივანიშვილი "ნიურნბერგის პროცესის" დაწყებით არაერთხელ დაიმუქრა. 

***

აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციასთან საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს ეხებოდა, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".

მოგვიანებით, საელჩოს ქარდებს პრემიერმინიტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ქარდები "გაუგებარია". იგი ელჩ რობინ დანიგანს მოუწოდებს, თავისი თანამშრომლების საქმიანობაში "ჩაიხედოს". კობახიძე ამტკიცებს, რომ საელჩოს თანამშრომლები სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ. 

 

 

 

close დახურვა