logo
ENG



აშშ-ის საელჩო: ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას, საქართველოს გვერდით ვიდგებით!

07 აგვ 202211:43
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩო აცხადებს, რომ საქართველოს გვერდით იდგება და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის შეკავებასა და მშვიდობისთვის მუშაობას.

საელჩოს თქმით, მათ ახსოვთ როგორ დაიწყო ყველაფერი და არ დაივიწყებენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს და მის შედეგად დევნილად ქცეულ ათასობით ადამიანს.

"გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი. გვახსოვს დღევანდელი დღე. გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა. არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს. არ დავივიწყებთ მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!" - წერია განცხადებაში.

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 


close დახურვა