logo
ENG



აშშ-ის საელჩო სოხუმზე: იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მხარდაჭერილ მკვლელობებს მოჰყვა

27 სექ 202210:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/1ncnlotybc61s66.jpg
Photo by Mike Goldwater

საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. საელჩო წერს, რომ დღესაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა.

"სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივილი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

დიდება გმირებს!"- წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული "ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმი აიღეს.

1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი.

დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.  


close დახურვა