logo
ENG



აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

24 ივნ 202212:53
3 წუთის საკითხავი
clock 417
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი ხსენებულ სიაში უკრაინაში შეჭრის გამო უნდა შეიყვანოს. ტერორიზმის სპონსორთა სიაში არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და კუბა. შესაბამისი რეზოლუცია კონგრესის ორივე პალატამ უნდა მიიღოს, რათა შემდგომში ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გაეგზავნოს და ძალაში შევიდეს.

მანამდე, სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ქვეყანას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ხდის, რადგან ის შეიჭრა ქვეყანაში, რომელიც მასზე პატარაა ტერიტორიულად, მოსახლეობის კუთხით და ასევე სამხედრო სიძლიერის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ მოუწოდა რუსეთი ოფიციალურად ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

"ველი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების გამკაცრებას მხარს დაუჭერს. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ", - თქვა ზელენსკიმ 14 მაისს. 

 

 


close დახურვა