logo
ENG



აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, სტატუსი სამივე ქვეყანას მიანიჭოს

23 ივნ 202210:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/23/5kl62c6ipyzrypt.png

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ.

ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ბენ კარდინის, თანათავმჯდომარე სტივ კოენის, სენატორ როჯერ ვიკერისა და დეპუტატ ჯო უილსონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატის სტატუსის სამივე ქვეყნისთვის მინიჭება მათ მისცემს ბრძოლის შანსს, საერთო ევროპულ ოცნებაში.

"მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოდლოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვას მოსახლეობას დიდი ხანია აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის ოცნება. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ დაჟინებულ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.

ქართველმა ხალხმა ასევე ბევრი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა ნათელია. გვჯერა, რომ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასდროს არის შემთხვევითი წარუმატებლობისა და შემოვლითი გზების გარეშე, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპულ ოცნებაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. 

კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რომლებსაც ევროკომისია საქართველოს მიმართ თავის დასკვნაში გასცემს.


close დახურვა