პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოს გადაეცა:
- 2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
- 20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
- 100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
- 130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
- 220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)