logo
ENG



აშშ-მ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს $1.2 მილიონის აღჭურვილობა გადასცა

04 თებ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-მ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს $1.2 მილიონის აღჭურვილობა გადასცა

აშშ-მ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს წვრთნისა და აღჭურვის მიმდინარე იმ მრავალწლიანი პროგრამის ნაწილია, რომელსაც ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ხელმძღვანელობს. 

"შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში. ჩვენ ახლახან გადავეცით საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა.

ეს ნაწილია წვრთნისა და აღჭურვის მიმდინარე მრავალწლიანი პროგრამისა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ხელმძღვანელობს. აღნიშნული ემატება აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევას, ქართველ პარტნიორებთან ერთად ხელი შეუშალოს ამ იარაღების, მათთან დაკავშირებული მასალისა და სისტემების გავრცელებას.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სხვა პროექტებთან ერთად ეს ყოველივე აძლიერებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გააუმჯობესოს შავი ზღვის რეგიონის საერთო უსაფრთხოება" - წერია საელჩოს განცხადებაში. 


close დახურვა