logo
ENG



აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გაატარა

21 აპრ 202200:43
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინაში ომის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ატარებს. სანქცირებულთა სიაში 29 ფიზიკური პირი და 40 კომპანია მოხვდა.

სანქცირებულთა შორის არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვლადმირი კოლიჩევი და ცენტრალური ბანკის სამი წარმომადგენელი - თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქსენია იუდაევა, მოადგილე მიხაილ ალექსეევი და მრჩეველი ალექსეი სიმანოვსკი. გარდა ამისა, სანქციები შეეხო ტრანსკაპიტალბანკს.

სანქციების ბოლო პაკეტი აშშ-მ 6 აპრილს მიიღო, რომელიც რუსეთში ახალი ინვესტიციების შეზღუდვას ითვალისწინებდა. ფიზიკურ პირებს შორის კი ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები, პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი და უსაფრთხობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი იყვნენ.


close დახურვა