აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა გააფართოვა სანქციების სია და შეზღუდვები დაუწესა საჰაერო და კოსმოსურ სფეროსთან, საზღვაო და ელექტრონულ სფეროებთან დაკავშირებულ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს. ჯამში ორივე ქვეყნიდან 120 კომპანია მოხვდა სანქცირებულთა სიაში.
„აშშ-ის ხელისუფლების განმარტებით, ამ ორგანიზაციების ქმედებები ქვეყნის [აშშ-ის] ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.
თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ქეით ბედინგფილდმა გუშინ აღნიშნა რომ აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის თავდაცვის, კოსმოსისა და საზღვაო სფეროების დასუსტებისკენ იქნებოდა მიმართული.
ბედინგფილდმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილი კომპანიები და ინდივიდები ლიცენზიის გარეშე ვეღარ შეძლებენ აშშ-ის წარმოებული ტექნოლოგიების შეძენას.