![748jdw3m0v0phkl.jpg](/uploads_script3/news/748jdw3m0v0phkl.jpg)
შეერთებული შტატების საფრთხის შემცირების სააგენტომ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლისმეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თვეში $500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები.