აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა.
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს:
- HIMARS-ის სისტემების რაკეტებს
- 155 მმ-იანი კალიბრის 23 000 საარტილერიო ჭურვი
- 5000 ერთეული დისტანციური მართვის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი
- 5000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი
- 200 ერთეული მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა
- სამედიცინო აღჭურვილობა
პენტაგონის ცნობით, აშშ-მ უკრაინისთვის 2021 წლის იანვრიდან დღემდე, 18.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ამ თანხიდან, 17.6 მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკამ მას შემდეგ, გამოყო, რაც რუსეთი უკრაინა შეიჭრა.