უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დღეს უკრაინამ აშშ-ისგან 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა მიიღო.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დახმარებით, აშშ ადასტურებს უკრაინის დემოკრატიულობის, თავისუფლების და სტაბილურობისადმი მხარდაჭერას.
"დღეს უკრაინამ მიიღო 80 ათასი კილოგრამი საბრძოლო მასალა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს არის მეოთხე დახმარება აშშ-დან, 60$ მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა აგვისტოში უკრაინისთვის გამოყო. ამით ბაიდენმა დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინის წარმატებას. 2014 წლის შემდეგ აშშ -მა უკრაინას 2.5$ მილიარდის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა" , - წერია საელჩოს განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილია დაახლოებით 100 ათასი რუსი ჯარისკაცი და დასავლეთის ქვეყნებმა ოფიციალურ კიევს შეატყობინეს უკრაინის საზღვრებთან ახლოს რუსული ჯარების გადაადგილებაზე.