შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
დახმარების ახალ პაკეტში და HIMARS-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა შედის, ასევე 90 Stryker-ის ქვეითი საბრძოლო მანქანა და 59 Bradley-ის ქვეითი საბრძოლო მანქანა.
ამასთან, შეერთებული შტატები უკრაინას Avanger-ის 8 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 53 ნაღმსაწინააღმდეგო მანქანას, საარტილერიო ჭურვებს და ნაღმტყორცნებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, პაკეტში არ შევიდა ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია უკრაინა ითხოვს.
დახმარების ახალი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების უკვე 30-ე პაკეტია. ჯამში, ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 26 მილიარდი დოლარი გამოუყო.