აშშ-მა უკრაინის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.
"ეს პაკეტი მოიცავს მეტ საბრძოლო მასალასა და დამხმარე აღჭურვილობას მაღალი სიზუსტის ცეცხლსასროლი, საარტილერიო და ჯავშანტექნიკის ოპერაციებისთვის", - ნათქვამია თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS)
- 155 მმ საარტილერიო ჭურვები
- 105 მმ საარტილერიო ჭურვები
- 25 მმ საბრძოლო მასალა
- აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის
- სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა სატრანსპორტო საშუალების მოვლისა და შეკეთებისთვის
- ასაფეთქებლები
- სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა