logo
ENG



აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

09 მაი 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/09/ddwb1w92wet5v7z.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პაკეტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში მომზადდა, მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების დაკმაყოფილებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

USAI-ის პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა
  • დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა
  • დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა
  • 155 მმ საარტილერიო ჭურვები
  • კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება
  • წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება

close დახურვა