logo
ENG



აშშ-მა უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

19 ივლ 202322:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/19/b5mqje9g5akd3i9.jpg

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის მოწყობილობებს და საბრძოლო მასალებს.

პაკეტში შედის 4 NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა, 152 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, ზუსტი მართვადი საავიაციო საბრძოლო მასალა და TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. გარდა ამისა, პაკეტში შედის Phoenix Ghost-ისა და Switchblade-ის დრონები.

პაკეტის თანახმად, შეერთებული შტატები უკრაინისთვის შეიძენს 150 ტანკერს, 115 ტაქტიკურ მანქანას ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის, 50 ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის ევაკუაციისთვის და ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემას.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა უკრაინას მიაწოდოს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებებისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად", - აცხადებენ პენტაგონში.

 


close დახურვა