logo
ENG



აშშ-მა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების წარმოებაზე $522 მილიონის კონტრაქტები გააფორმა

15 თებ 202311:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/g1nll6fcx75wi8e.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორ კომპანიასთან (Northrop Grumman Systems Corp. და Global Military Products Inc.) გააფორმა 522 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.

საბრძოლო მასალის დაკვეთის გადაწყვეტილება აშშ-მა მას შემდეგ მიიღო, რაც გაიზარდა რისკები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის პარტნიორების მხრიდან გადაცემული რეზერვები, შესაძლოა, სწრაფად გათავდეს.

ამ საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინისთვის მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ კონტრაქტი პენტაგონმა დააფინანსა, რათა "მხარდაჭერილი იყოს უკრაინის უსაფრთხოება". 


close დახურვა