logo
ENG



აშშ-მექსიკის საზღვარზე 640-კილომეტრიანი კედელი აშენდება

15 თებ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

წლის ბოლომდე შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის 640-კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდება. პროექტი ჟურნალისტებს პირადად დონალდ ტრამპმა წარუდგინა. კედლის მშენებლობა მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირება იყო. თავდაპირველად შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარიერის აგების დაფინანსებას მექსიკულ მხარეს აკისრებდა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ამჟამად საზღვარზე მხოლოდ 160-კილომეტრიანი მონაკვეთია აგებული და პროექტის დასრულების შემდეგ კი მთლიანად 805 კილომეტრი იქნება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კედლის მშენებლობა არალეგალურ იმიგრაციას და დამნაშავეთა ნაკადსაც შეაჩერებს. 


close დახურვა