logo
ENG



აშშ-მექსიკის საზღვარზე პატრულირების დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 3 ადამიანი

09 მარ 202412:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/09/vo5lm6avvx9rc7a.jpg

ტეხასის შტატში, აშშ-მექსიკის საზღვარზე მოძრავი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი და სასაზღვრო პატრულის თანამშრომელი დაიღუპნენ. ბორტზე მყოფი კიდევ ერთი ჯარისკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

UH-72 Lakota-ს ვერტმფრენი ქალაქ რიო გრანდესთან ახლოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებენ.

ოპერატიული ჯგუფის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა შუადღისას მოხდა, როდესაც ვერტმფრენი საავიაციო ოპერაციებს აწარმოებდა.

დაღუპულთა ვინაობა არ გამჟღავნებულა.


close დახურვა