logo
ENG



აშშ-ს გენშტაბის უფროსი: უკრაინაში რუსეთის შეჭრა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს სტაბილურობას

03 მაი 202219:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/k7xxtfw17483hxl.jpeg

აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, "ევროპა და შესაძლოა, მსოფლიოც ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა".

"რუსეთის უკრაინაში შეჭრა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობასაც, რომლის დასაცავად ჩემი მშობლები და ამერიკის თაობები იბრძოდნენ", - განაცხადა მილმა.

მილის თქმით, აშშ იმყოფება "ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ გეო-სტრატეგიული გადახრის წერტილში", სადაც ქვეყნის არმიამ ერთდროულად უნდა შეინარჩუნოს, როგორც მზადყოფნა, ასევე მოდერნიზება სამომავლოდ.

"თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ საფრთხეს შევუქმნით მომავალი თაობების უსაფრთხოებას", - დასძინა გენერალმა.


close დახურვა