logo
ENG



აშშ-ს დაზვერვის დირექტორი: პუტინი მზადაა უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის

10 მაი 202219:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/cc9sbk9m7piwoam.jpg

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მზადაა.

ჰეინსის თქმით, რუსეთის ქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.

„ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო რადიკალურ ზომებს მიმართავს“, - ამბობს ჰეინსი.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ პუტინი ემზადება კონფლიქტის გაჭიანურებისთვის და მისი მიზნები სცილდება დონბასის აღმოსავლეთ რეგიონს.

ჰეინსის თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს დაიპყროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები, ასევე დაამყაროს კონტროლი ქალაქ ხერსონზე და პოტენციურად გააგრძელოს სახმელეთო ხიდი ქვეყნის სამხრეთით, დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ძალები არიან განლაგებული.

ამასთან, პენსმა აღნიშნა, რომ პუტინს დნესტრისპირეთამდე მისასვლელად რუსეთის შიგნით სრული მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდება.

„როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნია, რომ მათ შეუძლიათ განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით. ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტურ გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში“, - თქვა პენსმა.


close დახურვა