ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტის ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა. ცერემონიას აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირადად დაესწრო.
ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რათა შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა. აპარატებისა და ტესტების ღირებულება აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ დაფარა. სააგენტომ ჯანდავის სამინისტროს პირადი დაცვის საშუალებებიც გადასცა. აპარატებისა და ტესტების შეძენის პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით წარიმართა.
„საქართველოსთან ძალიან დიდი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ რათა ხელი შევუწყოთ სააქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასეთ პარიოდში კი ნათლათ ჩანს, რომ ჯანდაცვის სისტემა ძალიან გამართულად მუშაობს და შთამბეჭდავად ართმევს თავს პანდემიას. აღნიშნული დონაცია საქართველოს დაეხმარება ტესტირების გამტარუნარიობის გაზრდაში. ტესტებისთვის განკუთვთილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანტარდის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბძოლის კუთხით ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელხალხა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე ის პირადი დაცვის საშულებები რაც დიტრამ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოქვცემს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიეთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას. ვფრიქრობ, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის პირველ ნაწილს ძალიან კარგად გაართვა თავი. ახლა საკმაოდ დელიკატურ პერიოდს ვუახლოვდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ ეტაპსაც წარმატებით გადალახავს“,-აცხადებს კელი დეგანანი.