აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ინვესტორების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობაზე საუბრობს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებაში, რომელიც სახ.დეპმა 21 ივლისს გამოაქვეყნა.
"საერთო ჯამში, ინვესტიციებისთვისა და ბიზნესისთვის პირობები მყარია. თუმცა მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, რამდენად შეუძლია კომერციული დავები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს. ამასთან, ზოგიერთი სასამართლო დავა წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების სირთულეებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, ბრალდებებს პოლიტიკურ ჩარევებთან დაკავშირებით, კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის სავაჭრო კანონმდებლობის, შერჩევით აღსრულებას, ასევე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების გადაჭრას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენა კვლავ პრობლემურია. ასევე, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კითხვები რჩევა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებითაც, ხოლო ბევრი ინვესტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესები საქართველოში ნელი, არაეფექტური და ნაკლებად გამჭვირვალეა.