ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაამტკიცა.
ბრიჯიტ ბრინკი კარიერული დიპლომატია და მანამდე ის სლოვაკეთში აშშ-ს ელჩად მსახურობდა.
უკრაინაში აშშ-ის ელჩის პოზიცია ვაკანტური 2019 წლიდან იყო და შეერთებულ შტატებს უკრაინაში მუდმივი ელჩი მარია ივანოვიჩის შემდეგ, რომელიც ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიწვია, არ ჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. თუმცა გამოცემა Foreign Policy-ის ინფორმაციით ბრინკის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილისადმი მისი კეთილგანწყობის გამო არ მიიღო.