logo
ENG



აშშ-ს ქარიშხალი იდა დაატყდა თავს - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

30 აგვ 202110:07
3 წუთის საკითხავი
 
AP Photo/Eric Gay

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს მექსიკის ყურიდან წამოსული ქარიშხალი იდა დაატყდა თავს. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ევაკუირებულია ლუიზიანას შტატის ათასობით მცხოვრები.

ნიუ-ორლეანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. ქალაქში მხოლოდ გენერატორები მუშაობენ.

ლუიზიანაში მილიონობით მცხოვრებია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, სრულ რეაბილიტაციას, შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.

იდა ქარიშხალ კატრინას შემდეგ, რომელიც ლუიზიანასა და მისისიპის შტატებს 16 წლის წინ დაატყდა თავს,  ყველაზე ძლიერი სტიქიაა ქვეყანაში.

 


close დახურვა