logo
ENG



აშშ-ში პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატებმა დებატებში ბერნი სანდერსი გააკრიტიკეს

26 თებ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის მორიგი სატელევიზიო დებატები გაიმართა. კანდიდატების კრიტიკის მთავარი სამიზნე ამჯერად ბერნი სანდერსი გახდა. ნიუ იორკის ყოფილი მერის, მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს სურს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი კვლავ დონალდ ტრამპი გახდეს.

აქედან გამომდინარე, მოსკოვი მხარს ბერნი სანდერსის კანდიდატურას უჭერს, რადგან ოპონენტების შეფასებით, ის არჩევნებში ამჟამინდელ პრეზიდენტთან დამარცხდება. დებატები სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ბოლო იყო. დემოკრატ კანდიდატებს შორის საკუთარ რჩეულს შტატის მოსახლეობა შაბათს გამოავლენს. 


close დახურვა