logo
ENG



აშშ-ში სამართლიანობის მოთხოვნით მასშტაბური გამოსვლები გრძელდება

30 მაი 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლიანობის მოთხოვნით მასშტაბური გამოსვლები გრძელდება. მინეაპოლისში, პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო დაწყებულ საპროტესტო ტალღას 20-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა.

სამდღიანი არეულობის შემდეგ მომხდარში ეჭვმიტანილი სამართალდამცველი დააკავეს. 44 წლის პოლიციელს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს. ის მინეაპოლისში სასამართლოს წინაშე პირველად ორშაბათს წარდგება. საპროტესტო აქციები თითქმის ყველა ქალაქში არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა დაწყეს პოლიციის მანქანები და დაარბიეს შენობები. მინესოტის შტატის ორ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა ატლანტაშიც, სადაც მომიტინეების სამიზნე ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ოფისიც გახდა. არეულობის გამო დროებით ჩაკეტეს თეთრი სახლის შესასვლელებიც.


close დახურვა