ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოსვლები არ წყდება. მეთორმეტე დღეა ქვეყნის ყველა შტატი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამართულმა დემონსტრაციებმა მოიცვა. ასობით ადამიანი შეიკრიბა კაპიტოლიუმთან. თეთრ სახლს კვლავ გაძლიერებული დაცვა ჰყავს. დემონსტრაცია გაიმართა სან-ფრანცისკოშიც. აქციის მონაწილეები ოქროს კარიბჭის ხიდზე შეიკრიბნენ.
სამართალდამცველები შეუერთდნენ გამომსვლელებს ნიუ-იორკში, სადაც მსვლელობები მანჰეტენსა და ბრუკლინში მოეწყო. გამოსვლებმა ღამის განმავლობაში სამართალდამცველებთან დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.