რაიან რუტს, რომელიც 15 სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც დონალდ ტრამპის გოლფი კლუბის ღობესთან ავტომატით ხელში შენიშნეს, პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
58 წლის რუტს უკვე წარდგენილი აქვს ორი ბრალი, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს უკავშირდება. გამოძიების თანახმად, ფლორიდაში, უესტ პალმ ბიჩში რუტმა ღობიდან ავტომატი დაუმიზნა ტრამპს, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი გოლფს თამაშობს აპირებდა. სასამართლო პროცესის ჩატარებამდე იგი ციხეში დარჩება.
"იუსტიციის დეპარტამენტი არ შეეგუება ძალადობას დემოკრატიის არსის წინააღმდეგ და ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ მათ, ვინც ამას აკეთებს. ეს უნდა დასრულდეს", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა მერი გარლანდმა.
მკვლელობის მცდელობისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.
როგორც Reuters წერს, რუტს ბრალი ჯერ არ უღიარებია. მისი ადვოკატები კი დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებას ცდილობდნენ.
პროკურორებმა წარადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც, მათი განცხადებით, ამტკიცებს, რომ რუტს ტრამპის მკვლელობა სურდა. გამოძიების თანახმად, ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე ბრალდებულმა არაიდენტიფიცირებულ პირს წერილი გადასცა, სადაც "დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე" მიანიშნებდა.
პროკურატურის თქმით, რუტი ერთი თვით გაჩერდა სამხრეთ ფლორიდაში და მობილური ტელეფონის მონაცემებმა აჩვენა, რომ ის ტრამპის რეზიდენციიდან ახლოს იმყოფებოდა. მას უპოვეს თარიღების და ადგილების ხელნაწერი სია, სადაც ტრამპის სიტყვით გამოვიდა ან აპირებდა გამოსვლას.
აშშ-ს საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც გოლფის კორტს ჩხრეკდა, ცეცხლი გახსნა მას შემდეგ, რაც ღობიდან იარაღი დაინახა. რუტი ფლორიდის გზატკეცილზე ერთ საათში დააკავეს.