logo
ENG



აშშ-ში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს გადააჭარბა

28 დეკ 202201:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/28/a5up3bit8r1349j.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს გადააჭარბა. BBC წერს, რომ ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში ქარბუქის შედეგად 28 ადამიანია დაღუპული. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ ადგილზე სამხედრო პოლიციაა მობილიზებული.

ბუფალოს ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ქალაქში ინტენსიური სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

CNN წერს, რომ აშშ-ში შტორმის გამო გაუქმდა ათასობით ავიარეისი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე აეროპორტებში ათასობით მგზავრია ჩარჩენილი. გარდა ამისა, დაზიანებულია 315 000-ზე მეტი სახლი და ბიზნესობიექტი.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ხვალ ამინდი ჩაწყნარდება, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლები არ დატოვონ.

შტორმით გამოწვეული სიკვდილი დაფიქსირდა ვერმონტში, ოჰაიოში, მისურიში, ვისკონსინში, კანზასსა და კოლორადოში. სამხრეთ ფლორიდაში კი ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ იგუანებს შესცივდათ და ხეებიდან ჩამოვარდნენ.


close დახურვა