logo
ENG



აშშ-ში ქარიშხალ იდას შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

03 სექ 202109:47
3 წუთის საკითხავი
 
Eduardo Munoz Alvarez//AP

აშშ-ს აღმოსავლეთით ქარიშხალ იდას შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. მათ შორის 23 ადამიანია დაღუპული ნიუ ჯერსიში.

გუბერნატორ ფილ მერფის ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა უბედური შემთხვევის დროს საკუთარ მანქანაში იყო. ოფიციალური პირების განცხადებით, ბევრი ადამიანი უგზო უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ათობით დაღუპულია, მათ შორის, კონექტიკუტში, მერილენდში, ნიუ ჯერსიში, ნიუ იორკში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში. ქარიშხალმა ამ შტატებში უპრეცედენტო რაოდენობის ნალექი მოიტანა. დაღუპულთა შორისაა ჯარისკაცი კონექტიკუტში.

ქარიშხლის გამო ქალაქ ნიუ იორკის მეტროსადგურებიდან 800-ზე მეტი მგზავრი გაიყვანეს მას შემდეგ, რაც წყალი ვაგონებში შევიდა.

ქარიშხალი აშშ-ის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში კარიბის ყურიდან გავრცელდა. 


close დახურვა