აშშ-ში შტორმს, რამაც ძლიერი თოვლი, ქარიშხალი და ყინვა გამოიწვია, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა. CNN-ის ცნობით, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მედია წერს, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა ბუფალო, ნიუ-იორკი, სადაც კვირა დილით რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი იყო. თოვლმა და ქარბუქმა გზებზე მოძრაობა გაართულა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საღამოს ამინდი, შედარებით, გაუმჯობესდა, რამაც სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს საშუალება მისცა, რომ მოქალაქეებისთვის დახმარება აღმოეჩინათ.
გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ვერმონტში, ოჰაიოში, მისურიში, ვისკონსინში, კანზასსა და კოლორადოშიც. ტემპერატურა მკვეთრად დაეცა სამხრეთ ფლორიდაში და მონტანაშიც.