logo
ENG



აშშ: ირანი რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებით გაეროს რეზოლუციას არღვევს

18 ოქტ 202213:40
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, რომელიც მხარს უჭერს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ირანსა და ექვს ძალას შორის.

"დღეს ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ გახადეს შეფასება, რომ ირანის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების (რუსეთისთვის) მიწოდება, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 2231 დარღვევაა. ეს არის ის, რასაც ჩვენც ვეთანხმებით."- განაცხადა პატელმა.

უკრაინამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსული თავდასხმები ირანული შაჰედ-136 თვითმფრინავების გამოყენებით მოხდა. ირანი უარყოფს უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდებას, კრემლს კი კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა